აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები პრეზიდენტს ხვდებიან

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.

შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მშობლებს პრეზიდენტის რეზიდენციიდან დაუკავშირდნენ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე და მისვლა სთხოვეს.

ცნობისთვის, დღეს აქციის მონაწილე მშობლებმა დააანონსეს, რომ მათი პროტესტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლებდა. მშობლების თქმით, ისინი 19:00 საათისთვის მთავრობის კანცელარიიდან ათონელის ქუჩისკენ მსვლელობას გამართავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები