გურამ მაჭარაშვილი: IRI-ის პირდაპირი მიზანია, რომ უნდა – „ნაცმოძრაობა“ იყოს პირველ ადგილზე, მაგრამ ესეც კი ვერ მოახერხა
„სახალისოა ეს კვლევა”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს.
მისივე თქმით, IRI-ის პირდაპირი მიზანია, რომ უნდა, „ნაცმოძრაობა“ იყოს პირველ ადგილზე, მაგრამ ესეც კი ვერ მოახერხა.
„სახალისოა ეს კვლევა, შეიძლება – ასეც დავარქვათ, იმიტომ, რომ იმ ფონზე, როდესაც „ნაცმოძრაობაში“ ამ პარტიის პოლიტიკურ გარდაცვალებას თავად „ნაცმოძრაობის“ ლიდერებიც კი აღიარებენ, 6%-დან 14%-მდე ამ პარტიის რეიტინგის აწევა რამ განაპირობა, ძალიან საინტერესოა. კვლევაში არის აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომა. IRI-ის პირდაპირი მიზანია, რომ უნდა, „ნაცმოძრაობა“ იყოს პირველ ადგილზე, მაგრამ ესეც კი ვერ მოახერხა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14% კი – „ნაციონალურ მოძრაობას“.