გიორგი ვოლსკი – IRI-ის კვლევაზე: ცდილობენ, წელიწადში რამდენჯერმე შეირცხვინონ თავი ასეთი კვლევებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
“მუდმივად ცდილობენ, წელიწადში რამდენჯერმე შეირცხვინონ თავი ასეთი კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, 2024 წელს თუ იქნა არჩევნები, გარკვეული შანსები გამარჯვების გააჩნია კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება ხაბეიშვილი, ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, მერაბიშვილი და ასეთი სუბიექტებისაგან. გაიმარჯვებს და ასეთი კოალიციური მმართველობა, შედგება იმ კანონის მიხედვით, რომელიც შექმნა და რომლის ავტორი და მიმღები არის „ქართული ოცნება“, ელექტრონული არჩევნებით და პროპორციული სისტემით. გარდა ამისა ამბობს, რომ სასამართლოს არ ენდობა გაცილებით მეტი, ვიდრე ენდობა და ამავე დროს მხოლოდ ერთ პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლო რაიმე პრობლემას უქმნის ქვეყანას. რაღაც აერიათ მგონი, იმ ოთახში, როდესაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.