“ქართული ლეგიონი” რუსეთის თავდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
„ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება უარყო, რომ თითქოს, რუსული ჯარების დარტყმის შედეგად, ლეგიონის 60 მებრძოლი განადგურდა.
„კიდევ ერთი სიყალბეა. როგორც ჩანს, ასე ცდილობენ საკუთარი სამხედროების მოტივაციას. ჩვენ მათი ნომერ პირველი სამიზნე ვართ. ჩვენი, თუნდაც ერთი ქვედანაყოფის განადგურებას ცდილობენ”,- თქვა მამულაშვილმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შესაბამისი შინაარსის განცხადება გუშინ გაავრცელა, და აღინიშნა, რომ “ქართული ლეგიონის” ათობით მებრძოლის ლიკვიდირება 21 აპრილს მოხდა.