ევროკავშირის საბჭო: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ილია დარჩიაშვილს შორის არაფორმალურ მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და მისი დემოკრატიის განმტკიცების საჭიროებაზე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და მისი დემოკრატიის განმტკიცების საჭიროებაზე, – ამის შესახებ ნათქვამია ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგების შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არის მნიშვნელოვანი ელემენტები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის.