საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 28 აპრილს საქართველოს ვიზიტით ეწვევა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა 28 აპრილს საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.
კატრინ კოლონა ლიდერებთან შეხვედრისას გამოთქვამს მის მხარდაჭერას კანონის უზენაესობის რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოების გასაგრძელებლად.