ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა სჭირდება მეტი რეფორმები, რადგან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში განაცხადა.
მისი თქმით, მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა გამართა, სადაც ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა და დემოკრატიის გაძლიერების საჭიროება განიხილეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და განვიხილეთ ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც ასევე საჭიროებს დემოკრატიის გაძლიერებას. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა სჭირდება მეტი რეფორმები, რადგან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება და ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, – განაცხადა ბორელმა.