კულტურის კომიტეტმა კულტურის სფეროს დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სრულფასოვანი ინკლუზიის თაობაზე იმსჯელა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა კულტურის სფეროს დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სრულფასოვანი ინკლუზიის შესახებ იმსჯელა. კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, შოთა მაღლაკელიძემ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არსებული კანონმდებლობა მიმოიხილა.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კულტურის სფეროში ყველა ადამიანისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. გაეროს გენერალური ასამბლეის 2006 წლის 13დეკემბერს მიღებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების კონვენციას 2014 წლის 12 აპრილიდან შევუერთდით. ეს ნიშანდობლივია, რადგან ბოლო 8-9 წლის განმავლობაში მომზადდა საკანონმდებლო პაკეტების, კანონქვემდებარე აქტების, მთავრობის დადგენილებების კასკადი, რაც ძალიან გვაახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან”,- განაცხადა შოთა მაღლაკელიძემ.

კომიტეტის სხდომაზე იმ საკითხებზეც იმსჯელეს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს აღნიშნული მიმართულებით და რომლის გადაჭრა დღის წესრიგში დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები