ილია დარჩიაშვილი – კეზერაშვილის საქმეზე: კარგია, რომ „ბიბისის“ შესაბამისი გამოძიებით ფარდა აეხადა ბევრ საკითხს

“კარგია, რომ „ბიბისის“ შესაბამისი გამოძიებით ფარდა აეხადა ბევრ საკითხს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და მათ პასუხი უნდა გაეცეს.

„ყოველთვის ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენს შეხედულებებზე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ საკითხზე გვქონდა კომუნიკაცია. კარგია, რომ „ბიბისის“ შესაბამისი გამოძიებით ფარდა აეხადა ბევრ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებთ, მედიამენეჯერი იქნება თუ სხვა, მსგავსი შეფასებებისგან კონკრეტული ადამიანების მისამართით თავი შეიკავონ, რადგან სწორედ ამ გამოძიებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ამ კითხვის ნიშნებს უნდა გაეცეს პასუხი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები