ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბა საკუთარ რეზიდენციაში მიიღო

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახლად არჩეულ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
შეხვედრისას ისაუბრეს თანამშრომლობის და მეგობრობის გაღრმავებაზე და ახალი შეთანხმების გაფორმებაზე, რომლის მიზანია კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნას აყვანილი “ორი სუვერენული ქვეყნის” ურთიერთობა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე, ასევე აფხაზეთში რუსი ინვესტორების მიზიდვაზე. პუტინმა ხაჯიმბას კიდევ ერთხელ, ამჯერად პირადად მიულოცა “არჩევნებში” გამარჯვება.
ოკუპირებულ აფხაზეთში “რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები” 24 აგვისტოს გაიმართა. გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები