არჩილ თალაკვაძე: შემდეგი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ პროგრესს ვაჩვენებთ, რათა რაიმე კითხვის ნიშანი ჩვენი მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, გამოირიცხოს

“ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რეალური პროგრესი აქვს, უკვე დაადასტურა წინა თვეებში ევროკომისიის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა. ბუნებრივია, შემდეგი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ პროგრესს ვაჩვენებთ, რათა რაიმე კითხვის ნიშანი ჩვენი მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, გამოირიცხოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება.

„საქართველოს მთავრობა და პარლამენტი თანმიმდევრულად მუშაობს ევრო რეკომენდაციების შესრულებაზე. პრაქტიკულად ორი რეკომენდაცია დარჩა, რომელთან დაკავშირებითაც კიდევ გვაქვს სამუშაო პარლამენტში. ვთვლით, რომ საქართველო მზად იქნება, წარადგინოს ევრო რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ისე, რომ ევროკავშირს ჰქონდეს შესაძლებლობა და საფუძველი, რომ მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს. ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რეალური პროგრესი აქვს, უკვე დაადასტურა წინა თვეებში ევროკომისიის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა. ბუნებრივია, შემდეგი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ პროგრესს ვაჩვენებთ, რათა რაიმე კითხვის ნიშანი ჩვენი მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, გამოირიცხოს. სამუშაო, რომელსაც ჩვენ შევასრულებთ, ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მეორე მხარესაა ის, ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საერთო კონტექსტის გათვალისწინებით იქნება მიღებული. ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი მცდელობაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, შეაფერხონ, დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პარლამენტში მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი ყოფილიყო, ოპოზიციას ჰქონოდა ლეგალური დაფინანსება, წვდომა მედიაზე და რეალური ოპონირების მცდელობა. მეორეა, რისთვის იყენებენ ამას. ოპოზიციურ როლს აქტიურად იყენებენ, რათა დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, შემდეგ ამაში ხელისუფლება დაადანაშაულონ და ეს როგორმე გამოიყენონ არჩევნებში რაღაც ენერგიის მისაღებად. ჩვენ მოთმინებით და თანმიმდევრულად განვაგრძობთ სამუშაოს შესრულებას, რაც ევროინტეგრაციას უკავშირდება, გვჯერა, რომ საქართველო არის ევროპა და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები