აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა აქციით ოპერასთან გადაინაცვლეს
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციებს მართავენ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარეობს ღონისძიება, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.