პატრიარქის პირადი ექიმი: სტაბილურად გრძნობს თავს, მუდმივად არის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

სავსებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. სტაბილურად გრძნობს თავს, მუდმივად არის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, – ასე აფასებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„სავსებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, არანაირი სასწრაფო არასდროს არ ყოფილა გამოძახებული, ასეთი ფაქტი არ ყოფილა არც ერთხელ. არასდროს დაგვჭირვებია სასწრაფოს გამოძახება, რაც მე ვიცი, 23 წლის მანძილზე. სტაბილურად გრძნობს თავს, მუდმივად არის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა შარტავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები