“ვივამედის” ექიმის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საყურადღებო
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საყურადღებო, – ამის შესახებ „ვივამედის“ ექიმმა თამარ ჭანტურიამ, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე საუბრისას “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა.
ექიმის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სავარძლიდან წამოდგომისას გონება დაკარგა.
„მიხეილ სააკაშვილთან სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ საყურადღებო. დედამისისა და პაციენტის გადმოცემით, სავარძლიდან წამოდგომისას ჰქონდა გონების დაკარგვა და დავარდა. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც გადადიოდა სავარძლიდან საწოლისკენ ექთანზე დაყრდნობით, ჩაიმუხლა, გონების კარგვას ადგილი არ ჰქონია. როგორც კი შევედით, პაციენტი კონტაქტური და ადეკვატური იყო, აღენიშნებოდა თავბრუსხვევაც“,- ამბობს ჭანტურია.