რევაზ სოხაძის ინიციატივით, აქცია „გაამწვანე სამგორი“ გრძელდება

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით, დეველოპერული კომპანიის m2 მხარდაჭერით და „ეკოსერვის ჯგუფის“ დახმარებით სამგორის რაიონში გამწვანების აქცია -„გაამწვანე სამგორი“ კვლავაც გრძელდება.

ამჯერად, ვარკეთილი 3 ტერიტორიაზე, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ალექსიძის და თაყაიშვილის ქუჩებზე სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე m2-ის მიერ ნაჩუქარი არიზონას და  ლეილანდის კვიპარისი დაირგო.

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, კომპანიამ დედაქალაქს საჩუქრად 1200 სხვადასხვა ჯიშის ნერგი გადასცა, რომელთაგან ნაწილი ვარკეთილი 3 ტერიტორიაზე დაირგო.

,,დიდ მადლობას ვუხდი კომპანია m2-ს,  რომელმაც ჩვენს ქალაქს   1200 სხვადასხვა ჯიშის ნერგი აჩუქა. დღეს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ლოკაციაზე გამწვანების აქცია მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობას 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად  წითელი ჯვრის ბენეფიციარები, ჩვენი ბებია-ბაბუები იღებენ.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დედაქალაქის  გამწვანება-გალამაზებაში ყველა თაობის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას’’,-განაცხადა რევაზ სოხაძემ.

m2-ის გენერალური დირექტორის თქმით, მათ მიერ შეძენილი ნერგები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე დაირგვება.

,,აღნიშნული აქტივობა კი დღეს, ვარკეთილის ტერიტორიაზე დაიწყო’’,-აღნიშნა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა

გამწვანების აქციაში მონაწილეობა რევაზ სოხაძესთან ერთად დეველოპერული კომპანიის m2 გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა, დედაქალაქის გარემოს დაცვის

საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ასევე, 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბენეფიციარებმა მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები