ზურაბ ჩხაიძე: გიული ალასანიას გადმოცემით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა გონების კარგვა, მორიგე ექიმის ნახვის პერიოდში პაციენტი გონებაზე იყო

„გიული ალასანიას გადმოცემით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა გონების კარგვა. მაშინვე იყო გამოძახებული მორიგე ექიმი. მორიგე ექიმის ნახვის პერიოდში პაციენტი გონებაზე იყო”,- ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობა დაკავშირებულია კვების პრობლემასთან.

“ფიზიოლოგიური მაჩვენებლები, არტერიული წნევა, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო. მისი ეს ზოგადი მდგომარეობა დაკავშირებულია კვების პრობლემასთან. მოიტანოს ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და რასაც პაციენტი ირჩევს და იქნებ, ამ გზით მოხდეს კვების რაციონის გაფართოება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები