შალვა კიკნაძე: ჯერჯერობით ვერ ვრისკავთ, სანამ არ გვექნება დასტური საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომ უკვე შესაძლებელია სუდანიდან ხალხის ევაკუაციის დაწყება
“ჯერჯერობით მაინც ვერ ვრისკავთ, სანამ არ გვექნება დასტური საგარეო საქმეთა სამინისტროდან, გაეროდან და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიდან, რომ უკვე შესაძლებელია ხალხის სუდანიდან ევაკუაციის დაწყება”, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ განაცხადა.
„შეიძლება ითქვა, რომ თითქმის, შეწყვეტილია ცეცხლი. ჩვენებს რომ ვესაუბრებით, გვეუბნებიან, რომ ალბათ, შეიძლება უკვე გარეთ გასვლა. ჯერჯერობით მაინც ვერ ვრისკავთ, სანამ არ გვექნება დასტური საგარეო საქმეთა სამინისტროდან, გაეროდან და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიდან, რომ უკვე შესაძლებელია ხალხის ევაკუაციის დაწყება“, – განაცხადა კიკნაძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.