დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს. ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასწავლო კურსი მოიცავს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობის გაძლიერებას და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გაუმჯობესებას.

“ტრენინგები ახალი საგრანტო პროექტის „მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება მართვის გეგმებისა და მოკლევადიანი საოპერაციო გეგმების შემუშავების მიმართულებით. ტრენინგების ფარგლებში დაგეგმილია თბილისის ეროვნული პარკის მართვის გეგმისა და მასთან დაკავშირებული საოპერაციო გეგმის შემუშავება/განახლება. „მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაძლიერება“ დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) IV ფაზის პროექტის ფარგლებში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები