6 ათასმა თურქმა ათა-თურქის „ცოცხალი პორტრეტი“ შექმნა

ანკარაში, ანიტკაბირის მავზოლეუმთან გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გუშინ 9 ათასი ადამიანი შეიკრიბა. თურქები ამ დღეებში გამარჯვების დღეს ზეიმობენ, რომელიც 1922 წელს მუსტაფა ქემალ ათა-თურქის 26-30 აგვისტოს ბერძნებთან ბრძოლებში მოპოვებულ გამარჯვებას უკავშირდება. კონკრეტულად, გამარჯვების დღე 30 აგვისტოს აღინიშნება და მას წინ 4 დღიანი ზეიმი უძღვის. ამასთან დაკავშირებით ანიტკაბირის მავზოლეუმთან ფოტოგრაფ ჯუმხურ აიუგინის ინიციატივით, მოხალისეებმა ქემალ ათა თურქის „ცოცხალი პორტრეტი” შექმნეს, რომელშიც 6 ათასმა შავებში ჩაცმულმა ქალმა და მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას გინესის რეკორდების კომისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მას თვალს ვერტმფრენიდან ადევნებდნენ.
ათა-თურქის „პორტრეტის“ შექმნას დაახლოებით 3 საათი დასჭირდა. გინესის კომისიის წარმომადგენლებმა მოხალისეებს სთხოვეს „პორტრეტის დასრულებისას“ 5 წუთი ერთ პოზიციაზე დარჩენილიყვნენ. ვადის ამოწურვას მონაწილეები ყიჟინით და შეძახილებით: „ ჩვენ მუსტაფა ქემალის ჯარისკაცები ვართ! „ შეხვდნენ.“ CNN Turk“ -ის ინფორმაციით, ეს ღონისძიება გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.
მომზადებულია mk-turkey.ru-მასალების მიხედვით.

10422486_504863919657295_333371932217297789_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=HHgjtogG1LI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები