გიორგი ვოლსკი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გიორგი ვოლსკი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პაველ კოვალს და თანმხლებ დელეგაციას, ასევე, კავკასიის და „კაზიმირ პულასკის“ ფონდების წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველო-პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

„განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და საქართველო-პოლონეთის პარლამენტთაშორისი ურთიერთობის საკითხები, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ვისაუბრეთ ვარშავის უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმის ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება დაეთმო ასევე შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებს და ევროატლანტიკურ სივრცესა და ფორმატებში საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ ტენდენციებსა და მნიშვნელობას“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები