ოკუპირებულ აფხაზეთში რეზერვისტების სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო
ოკუპირებულ აფხაზეთში რეზერვისტების სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სწავლებაში მონაწილეობენ “სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოები, სარეზერვო ფორმირებები და ქვედანაყოფები, ტერიტორიული თავდაცვის ფორმირებები, შემსრულებელი სამხედრო კომისარიატები”.
წვრთნების მიზანია სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოების საბრძოლო კოორდინაცია, პერსონალის საველე მომზადების დონის ამაღლება, რეზერვიდან პერსონალისა და აღჭურვილობის მომარაგების ორგანიზება.