28 აგვისტო

13:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი კახი კახიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: NDI-ის კვლევა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
ათონისა და ტაო-კლარჯეთის მოლოცვის შემდეგ თბილისში ჩამობრძანებულ სალიტანიო ანჩისხატს, რუსთაველის ძეგლიდან ლოცვითი მსვლელობით ეროვნული მუზეუმის წინ წააბრძანებენ, სადაც ერისა და ეკლესიის გაძლიერებისათვის პარაკლისი შესრულდება.
17:00
ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია “ბაგრატიონის” მხარდაჭერით, ფოლკლორულ ანსამბლ “სულიკოს” კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები