მაია ბითაძე: ჩემი ოცნება ასრულდა და პარლამენტში ოპოზიცია მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვის საკითხების განხილვაში

„ძალიან მიხარია, რომ ორი დღეა, გარემოს დაცვის საკითხებს ვიხილავთ და პარლამენტის დარბაზი არის ასეთი სავსე. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ოცნება ასრულდა და ოპოზიცია მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვის საკითხების განხილვაში”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის გამოსვლის შემდეგ.

მაია ბითაძის თქმით, სასიხარულოა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები კითხვებს სვამდნენ ჰაერის დაბინძურების, წიაღის გადამუშავების, ოზონის შრის, ტყვიის შემცველობის შესახებ და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე.

„მაგრამ ერთი პრობლემა მაინც იყო, გაცდენებმა თავისი შედეგი გამოიღო იმიტომ, რომ თქვენ არ იცოდით, რომ ძალიან ბევრი კანონი უკვე მივიღეთ, მათ შორის, ამ მოწვევის პარლამენტში”, – მიმართა მაია ბითაძემ ოპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები