იემენის დედაქალაქში, რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ სკოლაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვები და ქალებიც არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქალაქ სანას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, არიან დაშავებულებიც, მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა.
Reuters -ი წერს, რომ ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტების ღირებულება ერთ ადამიანზე 9 დოლარს შეადგენდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქველმოქმედების გამცემ პირებს დააკისრა, რომელთაც ვერ შეძლეს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებულად დარიგება.
იემენში, 2015 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლების სათავეში მეამბოხე ჰუსიტები არიან.