„შეერთებული შტატები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ძლიერად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიულ რეფორმებს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის ღია მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ცალსახაა.
“ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური, ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია და დღესაც ვისმენთ აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ამის შესახებ თავად აშშ-ის ოფიციალური პირები საჯარო გამოსვლებში საუბრობენ. აშშ-ის ღია მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ცალსახაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მჭიდრო ორმხრივ, დინამიკურ ურთიერთობებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა მინისტრმა.