19 აპრილის სხდომაზე, სასამართლო სისტემასთან მიმართებაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის კვორუმი არ შედგა

19 აპრილის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია კვლავ არ გაიარეს; შედეგად, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვროუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ისევ არ შედგა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, უმრავლესობის დეპუტატებმა კვლავ გამოხატეს მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და გამოუცხადეს სოლიდარობა ქართველ მოსამართლეებს.

„ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობამ” არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის, სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს მიღწევა რამე ფორმით დაჩრდილოს “,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. დადგენილების პროექტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები