არჩილ თალაკვაძე: სასამართლომ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში, ოპოზიციამ, როგორც იქნა, დაიწყო პარლამენტში სიარული

სასამართლომ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში, ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო, როგორც იქნა, დაიწყო პარლამენტში სიარული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„უნდა ითქვას, რომ სასამართლომ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში. ოპოზიცია, რომელიც საძებარი იყო, სხდომებზე არ დადიოდნენ, 8 თვე ბოიკოტში იყვნენ, შემდეგ აცდენდნენ ყველა სხდომას, დებატებში არ მონაწილეობდნენ და მინისტრის საათს არ ესწრებოდნენ, როგორც იქნა, დაიწყო პარლამენტში სიარული. იმედია, რომ 2024 წლის შემოდგომის ჩათვლით ეს ოპოზიცია ასე ივლის სხდომებზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია დღეს 52 დეპუტატით იყო წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები