გურამ მაჭარაშვილი: როდესაც არ დადიხარ პარლამენტში, პოლიტიკურ შატალოზე ხარ, ზარმაცობ, არ მეცადინეობ – რა თქმა უნდა, შედეგი ყოველთვის გექნება ორიანი

„საქართველოს პარლამენტში პროცედურულ ომს ვინ აწარმოებს, ეს საზოგადოებამ უკვე დაინახა. როდესაც არ დადიხარ პარლამენტში, პოლიტიკურ შატალოზე ხარ, ზარმაცობ, არ მეცადინეობ – რა თქმა უნდა, შედეგი ყოველთვის გექნება ორიანი”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც პარტნიორი ქვეყნის ელჩი უარგუმენტოდ ამბობს, რომ მოსამართლეები უნდა დასანქცირდნენ კორუფციასთან დაკავშირებით და ამაზე კითხვა არ გიჩნდება პარლამენტის წევრს, თუნდაც ოპოზიციიდან – სწორედ ეს არის პრობლემა.

“არავითარ სიურპრიზს ადგილი არ ჰქონია. ძალიან ცუდია, საქართველოს პარლამენტის წევრი რომ ვერ იგებს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ამავე დროს არის მთავარი პოლიტიკური ორგანო, უნდა უზრუნველყოფდეს მთავრობის და სასამართლოს დამოუკიდებლობას. როდესაც პარტნიორი ქვეყნის ელჩი უარგუმენტოდ ამბობს, რომ მოსამართლეები უნდა დასანქცირდნენ კორუფციასთან დაკავშირებით და ამაზე კითხვა არ გიჩნდება პარლამენტის წევრს, თუნდაც ოპოზიციიდან და პირდაპირ ამბობ, რომ აქ უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია და გიკვირს, რატომ უნდა იცავდეს საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მოსამართლეებს და მათ დამოუკიდებლობას – სწორედ ეს არის პრობლემა“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები