რატი იონათამიშვილი: უხერხული საყურებელია ის დაპირისპირება, რაც „ნაცმოძრაობაში“ არსებობს
მმართველი გუნდის წევრ რატი იონათამიშვილის განცხადებით, ძალიან უხერხული საყურებელია ის დაპირისპირება, რაც „ნაცმოძრაობაში“ არსებობს.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” მზადაა ძალაუფლებისთვის ყველა და ყველაფერი გაწიროს.
“ძალიან უხერხული საყურებელია ის დაპირისპირება, რაც „ნაცმოძრაობაში“ არსებობს. ამ ადამიანებს ერთადერთი აინტერესებთ, რომ საკუთარ პარტიაზე ჰქონდეთ გავლენა და ძალაუფლება. მზად არიან, ძალაუფლებისთვის გაწირონ ყველა და ყველაფერი. ამით გვახსენებენ „ნაცმოძრაობის“ ბიოგრაფიას, მათ არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ზნე არ შეუცვლიათ. შესაბამისად, ეს დეჟავუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავს უპრინციპო ადამიანებს ხელისუფლების სადავეები არასოდეს ჰქონდეთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.