რაქვიაშვილი: თუ კეზერაშვილი „ფორმულას“ დაფინანსებას ჩამოშორდება, არ მგონია, რომ ტელეკომპანია გადარჩეს, დრო გვაჩვენებს, ნამდვილად წავიდა თუ რაღაც ტექნიკური ხრიკი გამოიყენა

თუ კეზერაშვილი „ფორმულას“ დაფინანსებას ჩამოშორდება, არ მგონია, რომ ტელეკომპანია გადარჩეს, დრო გვაჩვენებს, ნამდვილად წავიდა კეზერაშვილი თუ უბრალოდ რაღაც ტექნიკური ხრიკი გამოიყენა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„თუ კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ დაფინანსებას გააგრძელებს, სინამდვილეში არაფერი შეიცვლება, მაგრამ თუ ჩამოშორდება, არ მგონია, რომ ტელეკომპანია გადარჩეს, რადგან ეს ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში დიდწილად ზარალზე მუშაობს. ამის გამო მერე ალბათ რაღაც შეიცვლება ან რომელიმე ტელევიზიასთან გაერთიანდება ან არ იარსებებს. ეს ისეთი ფორმალობაა, რომელსაც ჯერ შინაარსი არ აქვს, მაგრამ დრო გვაჩვენებს, ნამდვილად წავიდა კეზერაშვილი თუ უბრალოდ რაღაც ტექნიკური ხრიკი გამოიყენა“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები