კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა.

სხდომაზე რეგისტრაცია პარლამენტის 51-მა დეპუტატმა გაიარა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრამდე რეგისტრაცია არ გაიარონ.

„ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კენჭისყრა სხვა საკითხებთან ერთად, ხვალ გაიმართება.

უმრავლესობის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად ამ გადაწყვეტილებას ტაშიც დაუკრეს.

ცნობისთვის, დადგენილების პროექტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები