ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ე.წ. პრესსამსახური ავრცელებს.
„პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის განრიგში შედის შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული შეხვედრების შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.