ნინო წილოსანი და მარიამ ლაშხი მოსწავლეებს შეხვდნენ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი, მარიამ ლაშხი თბილისის 105-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ნინო წილოსანმა მოსწავლეებს საბჭოს საქმიანობა გააცნო და გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებზე ესაუბრა.

„ახალგაზრდების ინტერესი მარწმუნებს, რომ ეს თაობა სრულად აცნობიერებს თანასწორობის მნიშვნელობას და ჩვენი ჩართულობა ამ კუთხით დაეხმარება მათ სწორად გააანალიზონ პრიორიტეტები, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გვაქვს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

საბჭოს წევრმა, მარიამ ლაშხმა ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის თაობაზე ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით პარლამენტის და სკოლების თანამშრომლობის მნიშვნელობას. ახალგაზრდებმა, ასევე, დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები