ბაჩო დოლიძე – ხაბეიშვილზე: როდესაც ვერ ასრულებ დაპირებებს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ყველაფერს შესაბამისი მოქმედებები მოჰყვეს

ახალი მენეჯმენტი სათავეში მოვიდა კონკრეტული დაპირებებით, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველანაირი მეთოდით ძალიან სწრაფად დაიხსნიდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც არ სრულდება დაპირებები, შესაძლოა ამ ყველაფერს შესაბამისი მოქმედებები მოჰყვეს.

„მაშინ, როდესაც ვერ ასრულებ დაპირებებს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გაჩნდეს ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ ან დაპირებები შეასრულო, ან კიდევ ამ ყველაფერს შესაძლოა, შესაბამისი მოქმედებები მოჰყვეს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

“ნაციონალური მოძრაობა” კვლავ ორ დაპირისპირებულ მხარედ არის გაყოფილი. ნიკა მელიას მომხრეები, მოქმედ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს და მის მხარდამჭერებს უმოქმედობასა და დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ, ამასთან აკრიტიკებენ იმ პოლიტიკასაც, რომელსაც ხაბეიშვილი პარტიაში ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები