ანა ბუჩუკური: სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი სპეკულაციას ჰგავს

რამდენიმე დღის წინ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს. უცნაურია, აქამდე რატომ არ მიმართეს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტია “საქართველოსთვის” კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, რადგან ამაზე საუბარი სპეკულაციას ჰგავს.

“ნაციონალურ მოძრაობას” ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ახლა მთავარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა კი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. რამდენიმე დღის წინ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს. მიკვირს, რომ აქამდე ეს მექანიზმი არ გამოიყენეს. უცნაურია, აქამდე რატომ არ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს. მნიშვნელოვანია, დაველოდოთ რას იტყვის სტრასბურგი. ამ ვითარებაში საგამოძიებო კომისიაზე საუბარი სპეკულაციას ჰგავს, რადგან ვერ დაეხმარება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამ საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში განხილვას”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” დღეს პლენარულ სხდომაზე სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები