“როდესაც კონკრეტული ადამიანები რაღაც ოფისებს იღებენ, მათ შეუძლიათ – ჰქონდეთ საკუთარი პარტია” – ხაბეიშვილი “ნაცმოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ის პარტიის თავმჯდომარედ მაღალი ლეგიტიმურობით არის არჩეული და თუ ვინმე ამას არ ეთანხმება, შეუძლია, სხვა პარტია შექმნას და იქ გადავიდეს.

ხაბეიშვილის თქმით, პარტიული პოლიტიკის წარმოება მხოლოდ იმ მმართველი რგოლიდან შეიძლება, რომელიც ლეგიტიმურად არის არჩეული.

“ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა, მე მივმართავ ყველას, რომ შეეგუონ იმ შედეგებს, რომელიც დააყენა ამომრჩეველმა. პარტიული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ იმ მმართველი რგოლიდან, რომელიც ლეგიტიმურად არჩეულია და როდესაც კონკრეტული ადამიანები მისი სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე, რაღაც ოფისებს იღებენ, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი პარტია”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

  1. ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუნდში აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილმა დაპირებები ვერ შეასრულა, ამომრჩევლები მოტყუებულები არიან და არ არის გამორიცხული, მისი ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები