“ოპოზიცია უსუსური აღმოჩნდა, როცა კეზერაშვილის გამართლება დაიწყო, როგორც ჩანს, მისი კრიმინალური რესურსები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ესეც იკადრეს” – იონათამიშვილი

ოპოზიცია უსუსური და არათანმიმდევრული აღმოჩნდა, როცა კეზერაშვილის გამართლება დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციისთვის კეზერაშვილის კრიმინალური რესურსები მნიშვნელოვანია.

„საზოგადოებამ იცის, რომ ეს დანაშაული აქტიურად იგეგმებოდა უკრაინის ტერიტორიაზე და ისინი ამ დანაშაულს უკრაინის ხელისუფლებას აბრალებენ. ამას იაზრებენ თუ არა, ეს მეორე საკითხია. როგორც ჩანს, მათთვის კეზერაშვილის კრიმინალური რესურსები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ესეც კი იკადრეს. კრიმინალური ბიოგრაფიის ადამიანისგან არ გვიკვირს, როგორ მძიმე დანაშაულებს სჩადის. კრიმინალური მენტალიტეტია, როცა მძიმე დანაშაულებს გპატიობენ, მათ შორის, ქვეყნის ჯარის ძარცვას. ამით გიბიძგებენ, რომ უფრო დიდი და ამორალური დანაშაული ჩაიდინო. როგორც ჩანს, ამასთან გვაქვს საქმე. კეზერაშვილის რეპუტაციაზე საუბარი მაშინ დასრულდა, როცა ბრალდებული იყო ჯარის ძარცვაში, ძარცვავდა კეთილსინდისიერ მეწარმეებს და მათ სახელმწიფოს სახელით არეკეტებდა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები