რატი იონათამიშვილი: დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის იმ რედაქციაში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში, ექვსივე შენიშვნა შესაბამისად აისახა

იმ რედაქციაში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში, ექვსივე შენიშვნა შესაბამისად აისახა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნილ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

“ვენეციის კომისიამ მხოლოდ 6 შენიშვნა-მოსაზრება გამოთქვა და მათგან არცერთი არ იყო პირველი მოსმენის, ანუ პრინციპების დონეზე გასათვალისწინებელი შენიშვნები. ჩვენ აქტიურად და ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ იმ რედაქციაში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში, ექვსივე შენიშვნა შესაბამისად აისახა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დაჩქარებული მოსაზრების შემუშავების თხოვნით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები