სარჯველაძე – ხაბეიშვილზე: მას არ სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ოპოზიციის შიგნით ლიდერის პოზიციებიდან, როგორღაც ჩაჩოჩებული აღმოჩნდეს

ლევან ხაბეიშვილს არ სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ოპოზიციის შიგნით ლიდერის პოზიციებიდან, როგორღაც ჩაჩოჩებული აღმოჩნდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ლევან ხაბეიშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის არსებულ დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

„არ მგონია, საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი აზრი იყოს, თუმცა, ვეჭვობ, იმავე მოტივაციით ხელმძღვანელობდეს ბატონი ხაბეიშვილი. ჩემი აზრით, სრულიად მერკანტილურია მის მიერ შერჩეული პოზიცია და ის ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას. მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის არ განიხილება ამ ინიციატივის მთავარ შემოქმედად – რა თქმა უნდა, მას არ სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ოპოზიციის შიგნით ლიდერის პოზიციებიდან, როგორღაც ჩაჩოჩებული აღმოჩნდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ყოფილ თანაგუნდელს და ამჟამად დამოუკიდებელ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს საპარლამენტო საქმიანობას უწუნებს და ამტკიცებს, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს ის მაიამიში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები