მიხეილ სარჯველაძე – მოსამართლეების სანქცირებაზე: უნდა დასახელდეს გარემოებები და დასაბუთდეს მტკიცებულებებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის სანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიზეზის დასახელება და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა მნიშვნელოვანია.

„უნდა დასახელდეს გარემოებები და დასაბუთდეს ასევე მტკიცებულებებით. ეს არის აუცილებლობით ნაკარნახევი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმაოდ დიდია საზოგადოებაში განცდა იმის, რომ სრულიად რაღაც განსხვავებული მოტივაციით შეიძლება, ყოფილიყო მიღებული ეს გადაწყვეტილება. ისეთით, რომელიც უპირატესად არა სასამართლო ხელისუფლების ავკარგიანობაზე ზრუნვას უკავშირდება, არამედ სხვა მოტივები ხომ არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ არ არის გამართლებული პოზიცია, როდესაც ბრალს სდებენ და არ ამბობენ ბრალდების მიზეზებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები