ვოლსკი: თუკი სასამართლოში არსებობს რაიმე დარღვევა და გადაცდომა, კონკრეტული ფაქტი, პარტნიორი ვალდებულია, პირველ ყოვლისა, მიაწოდოს თუნდაც იმ კომისიის შექმნის მსურველებს

თუკი სასამართლოში არსებობს რაიმე დარღვევა და გადაცდომა, კონკრეტული ფაქტი, პარტნიორი ვალდებულია, პირველ ყოვლისა, მიაწოდოს თუნდაც იმ კომისიის შექმნის მსურველებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, გარკვეული კოორდინაცია იყო, რომ მტკიცებულებების გარეშე წარმოითქმებოდა ეს და შემდეგ კიდევ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება ისაუბრებდა კომისიის შექმნაზე, რაც სასამართლოზე შეტევის პროცესის ხანგრძლივობას განაპირობებდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ არ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ არის თემები, სადაც შეიძლება, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. რეალურად, თუკი სასამართლოში არსებობს რაიმე დარღვევა და გადაცდომა, კონკრეტული ფაქტი, პარტნიორი ვალდებულია, პირველ ყოვლისა, მიაწოდოს თუნდაც იმ კომისიის შექმნის მსურველებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციამ სასამართლო სისტემაში კორუფციული ქმედებების გამოსავლენად საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რისთვისაც პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართა, თუმცა მოგვიანებით სხდომის ჩატარება გადაიფიქრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები