ბექა ლილუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს – თუ მათ ამაზე ჩვენი შეფასება არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები პარლამენტში მუშაობის დროს არათანმიმდევრულია და არათანმიმდევრული ნაბიჯი ბევრჯერ გადადგეს.

“დიდი უპასუხისმგებლობა იყო ის, რაც რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით მოხდა – ორი დეპუტატი საზღვარგარეთ წავიდა. ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედება. ამიტომ, საქმით უნდა დაამტკიცონ, სამშაბათის პლენარული სხდომაც მალე მოვა და ვნახავთ მათ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები