თეონა აქუბარდია – კეზერაშვილის საქმეზე: უმძიმესი ბრალდებაა

„უმძიმესი ბრალდებაა და ვფიქრობ, მათ შორის, მორალურად ძალიან დიდი ტვირთია არა მხოლოდ კეზერაშვილისთვის როგორც ასეთი, არამედ, მათ შორის, იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ ისინი იღებდნენ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას ბატონი კეზერაშვილისგან”,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქმეზე სიმართლე დადგინდეს.

“ამდენად, ბრიტანული სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე და გასარკვევია, რა მტკიცებულებებია ამასთან დაკავშირებით, პანამას დოკუმენტებზე იყო საუბარი. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე დადგინდეს“, – აღნიშნა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები