პაატა მანჯგალაძე: კრიმინალურ სქემაში კეზერაშვილის ჩართვა თუ დადასტურდება, ეს ძალიან მძიმე იქნება ოპოზიციისთვის

“კრიმინალურ სქემაში კეზერაშვილის ჩართვა თუ დადასტურდება, ეს ძალიან მძიმე იქნება ოპოზიციისთვის, რადგან ახსნა-განმარტება მოგვიწევს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ ამ ფულთან შეხება არ აქვს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „ქოლცენტრების“ სქემა კრიმინალური და დანაშაულებრივია.

„მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილის მიმართ ბრალდება ჰიპოთეტურია, დღესაც მეკითხებიან, კეზერაშვილმა რომ თქვა, ოპოზიციას აფინანსებს, ხომ ოპოზიცია ხართო, ჩვენ არ გვაფინანსებს. „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან დაკავშირებული ადამიანები აფინანსებენ და ადამიანი, ვინც მხილებულია კრიმინალში, ეს იქნება მძიმე. დავგმო, გავკიცხო? – პოლიტიკურ ფასს იხდი, თუმცა ეს ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას – არა. რაც შეეხება უშუალოდ გამოძიებას, ბუნებრივია, საზოგადოების მაღალი ინტერესია დავით კეზერაშვილის პიროვნების მიმართ. კეზერაშვილის სახელი დაკავშირებულია კრიტიკულ მედიასთან. კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სამი კომპონენტი აქვს. პირველი, „ბიბისი“ ნამდვილად მაღალი მედია სტანდარტის მაუწყებელია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქ გამოქვეყნებულ მასალებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის დადანაშაულებას და მის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას. როგორც „ქართულ ოცნებას“ უყვარს თქმა – ამ საკითხზე გამოძიებას დაველოდოთ. ჩემი აზრით, „ქოლცენტრების“ სქემა კრიმინალური და დანაშაულებრივია. ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული და სამწუხაროა, რომ საქართველოში ეს ქოლცენტრი დღემდე მოქმედებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები