მეუფე იაკობი: ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ და არა იმისთვის, რომ რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ – ნურას უკაცრავად

“ახალგაზრდობას მინდა, ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოსა და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე.

“ახალგაზრდობას მინდა, ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება, გეგონოს, რომ ქრისტეს საქმეს ვაკეთებ და სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე. რუსულ სიტყვას ვიტყვი, ურა პატრიოტი იყო.

ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოსა და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ რაც  უნდა იმპერია იყოს, ძალით შეგვიყვანონ. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ, კარგად ვიყოთ და არა იმისთვის, რომ რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ – ნურას უკაცრავად. ყველამ იცოდეს, ამერიკამაც, ევროპამაც, რუსმაც, თურქმაც… ქართველი კაცი არავის მონა არ გახდება”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები