კელი დეგნანი: “ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია – ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს მათ მიერ წარდგენილი ბრალდებები

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ “ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს მათ მიერ წარდგენილი ბრალდებები,

კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს, თუ განიხილავს აშშ დავით კეზერაშვილის დასანქცირებას და რამდენად სანდოა „ბიბისის“ ინფორმაცია აშშ-სთვის.

კელი დეგნანის განცხადებით, აშშ წინასწარ არ აცხადებს სანქციებს.

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება, რათა მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებას, რომელიც ღია და დახურული წყაროებიდან არის მოპოვებული, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის. ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ ზედმიწევნით პროცესს, რომ შევაფასოთ ის, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ. „ბიბისის“ მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს მათ მიერ წარდგენილი ბრალდებები, როგორიც ესაა. ეს იმ ტიპის ინფორმაციაა, რომელიც შესაძლოა, ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბიბისი“ აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები