თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-თბილისის რეისს ასრულებდა, უკან დაბრუნდა

ავიაკომპანია Buta Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-თბილისის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე უკან, ბაქოს აეროპორტში დაბრუნდა.

ამის მიზეზი თბილისის აეროპორტთან უამინდობა გახდა.

აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში, ბაქოს დროით 10:56 საათზე წარმატებით დაეშვა.

მგზავრები თბილისში ამინდის პირობების გაუმჯობესებისთანავე გაფრინდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები