ბექა ოდიშარია: როგორ წარმოგიდგენიათ, მძიმე მეტალებით მოწამლული პაციენტის პატრონი გამოპრანჭული უნდა დადიოდეს ევროპაში სხვადასხვა ვიზიტით თუ სტრასბურგის კარზე აბრახუნებდეს და არა – აკაკუნებდეს?

“როგორ წარმოგიდგენიათ, მძიმე მეტალებით მოწამლული პაციენტის პატრონი გამოპრანჭული უნდა დადიოდეს ევროპაში სხვადასხვა ვიზიტით თუ სტრასბურგის კარზე აბრახუნებდეს და არა – აკაკუნებდეს?”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოებები მეტყველებს იმაზე, თუ რა ხდება სააკაშვილის ირგვლივ.

“მისი ოჯახი ზუსტად ისე იქცევა, როგორც მისი პარტია – ის ექცევა მას არაადამიანურად. სამწუხაროა, რომ მისი გარემოცვის ექიმებს არაფრის რცხვენიათ. ერთი თვის განმავლობაში სტრასბურგში არ გააგზავნეს სარჩელი და როგორ წარმოგიდგენიათ, მძიმე მეტალებით მოწამლული პაციენტის პატრონი გამოპრანჭული უნდა დადიოდეს ევროპაში სხვადასხვა ვიზიტით თუ სტრასბურგის კარზე აბრახუნებდეს და არა – აკაკუნებდეს? ყველაფერი ხომ ნათელია. ეს გარემოებები ხომ თავისთავად გვკარნახობს, რა ხდება სააკაშვილის ირგვლივ“, – აცხადებს ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები