გია ცაგარეიშვილი – სააკაშვილზე: მოწამვლის რაღაც ბოდვითი თეორია ჩაფლავდა და, მით უმეტეს, წერტილი დაესვა „ლიმბახის“ შესაბამისი დასკვნის შემდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„მოწამვლის რაღაც ბოდვითი თეორია ჩაფლავდა და, მით უმეტეს, წერტილი დაესვა „ლიმბახის“ შესაბამისი დასკვნის შემდეგ. იქ წერია, რომ ნორმაზე ნაკლებია რკინის უჯრედების შემცველობა მის სისხლში. იმედია იმას არ იტყვიან ნაკლები რატომ არისო“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, ურთქმელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკაში შეფასების მიზნით, სააკაშვილს ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება ესა თუ ის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა. რამდენიმე დღის წინ ჩატარებული იყო კვლევა ორგანიზმში მძიმე მეტალების განსაზღვრის მიზნით. აღნიშნული ჩატარდა გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიის მიერ. მიღებული პასუხით, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით მოწამლული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები