რა საქონლის გადატანაა შესაძლებელი ენგურის ხიდზე – ბჟანიამ ახალი “განკარგულება გასცა”

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განკარგულება გასცა, რომელიც იმ საქონლის და აღჭურვილობის ჩამონათვალს არეგულირებს, რომელთა გადატანა “საქართველოს საზღვარზეა შესაძლებელი”.

ესენია: მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგები; სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლი და სარგავი მასალა; ცოცხალი ფრინველი; ფერმის ცხოველების კვება; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; ტექნიკა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავებისთვის; ავტომობილი; ავტომობილების სათადარიგო ნაწილები; სატრანსპორტო საშუალებების ძრავის და სხვა ნაწილების ზეთები.

ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამ თქვა, რომ “პრეზიდენტის ბრძანება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები